ნატო რუსეთს საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ხავიერ კოლომინამ მადრიდის სამიტზე საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე ორგანიზაციის დაპირება გაიმეორა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით, კოლომინამ 7 აგვისტოს Twitter-ზე დაწერა, რომ „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისკენაა მიმართული, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკვე 14 წელია რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული“.
„მას შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილად იქცა“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- აგვისტოს ომზე განცხადებაში რუსეთი ჟენევის შეჩერებულ დისკუსიებზე ამახვილებს ყურადღებას
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)