ასლან ბჟანიამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გადასახადებისა და მოსაკრებლების „მინისტრი“, ჯანსუხ ნანბა თანამდებობიდან გაათავისუფლა და „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ უფროსად დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ნანბას „მინისტრის“ პოსტი 2021 წლის მაისიდან ეკავა. მანამდე, იგი „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე“, „ვიცე-პრემიერი“ და „ფინანსთა მინისტრი“ იყო.
„აფსნიპრესის“ ცნობით, გადასახადებისა და მოსაკრებლების „მინისტრის“ მოვალეობას დროებით „მინისტრის მოადგილე“ შეასრულებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)