შიდა ქართლის რეგიონს ახალი რწმუნებული ჰყავს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 15 აგვისტოს განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის რეგიონის ახალ რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დანიშნა.
შაყულაშვილმა პოსტზე ვალერიან მჭედლიძე შეცვალა, რომელმაც, როგორც „სამოქალაქო საქართველოს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შაყულაშვილი პროფესიით იურისტია და იგი გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამასთან, შაყულაშვილი უნივერსიტეტ ალტესა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)