პრეზიდენტის თქმით, ,,ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ჰესების მშენებლობასთან“
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 აგვისტოს, „ენგურჰესის“ მონახულებისას განაცხადა, რომ „საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან“.
წარსულში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობაზე მინიშნებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს“.
„გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„[ენგურჰესი], რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)