საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ჰადას მეიცადი იქნება

საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ჰადას მეიცადი იქნება. ელჩის თანამდებობაზე ჰადას მეიცადმა რან გიდორი შეცვალა, რომელმაც მისი მანდატი მიმდინარე წლის ივლისში ამოწურა.

„ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა“, – წერს ისრაელის საელჩო ელჩ მეიცადის სიტყვებზე დაყრდნობით.

მანამდე, 2009-2022 წლებში, ჰადას მეიცადი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქმეთა რწმუნებულის პოზიციაზე მსახურობდა. უფრო ადრე, 2007-2010 წლებში, იგი ტოკიოში ისრაელის საელჩოს პრესსპიკერი იყო. ასევე, 2006-2007 წლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადეტი.

ელჩი მეიცადი თელ-ავივის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)