სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობისთვის 3 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 18 აგვისტოს განაცხადა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1.2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს.
სუს-ის ცნობით, პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.
ამავე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმით აქტიურად ეძებდნენ მყიდველებს და „რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას“.
უწყების განმარტებით, დაკავებულების მიმართ გამოძიება ბირთვული მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (230-ე; I) მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე წაიკითხეთ:
- სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობისთვის 2 პირი დააკავა
- სუს-მა რადიოაქტიური მასალების გადატანის მცდელობის გამო, სომხეთის მოქალაქე დააკავა
- ბირთვული მასალის უკანონო მოპოვებისა და გასაღების ფაქტზე სუს-მა ორი პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)