აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმების ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება, „პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“.
მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის საელჩო ხაზს უსვამს, რომ სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი სწორედ მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო შეარჩეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)