მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი მოიწონა
პრეზიდენტმა შევარდნაძემ დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინსიტროს მიერ წარმოდგენილი 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პარამეტრები. ფინანსთა მინისტრის განცხადებით მომავალ წელლს, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯები 958 მილიონ 668 ათასს ლარს შეადგენს. ეს 40 მილიონით მეტია ვიდრე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტით თითქმის ყველა მინისტრი უკმაყოფილოა. განსაკუთრებით კი ძალოვანი მინისტრები გამოხატავენ კრიტიკას. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა კი წარმოდგენილ ბიუჯეტს კორუფციის ხელის შემწყობი უწოდა. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით არსებულ პირობებში ეს ბიუჯეტის ყველაზე ოპტიმალური პროექტია. საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტს ოქტომბერში განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური)