სოხუმი თბილისს ახალი ომის ინიცატორად მიიჩნევს

აფხაზითის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კოდორის ხეობაში დამატებითი შეიარაღებული დანაყოფების განთავსებას ომის დაწყებად აფასებს, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება სოხუმის არაღიარებლ ხელსუფლებაზე დაყრდნობით.

კოდორის ხეობაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს გამოაცხადა. მისი თქმით ქართველი სამხედროები ხეობის ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავენ.

ამასობაში კი, გულრიფშის სიახლოვეს გრძელდება საბრძოლო შეტაკებები ქართულ-ჩეჩნურ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და აფხაზებს შორის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით მათ ტყვედ აიყვანეს რამოდენიმე ჩეჩენი და ქართველი მებრძოლი. დანაკარგები აფხაზურ მხარესაც აქვს

This post is also available in: English (ინგლისური)