რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფო აღარ არის – აცხადებს ჟვანია
პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია აუცილებმად მიიჩნევს რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვების ფაქტის საერთაშორისო დონეზე განხილვას. რუსული გამანადგურებლების მიერ საქართველოს ტერიტორიების განუწყვეტელი დაბომბვების მიუხედავად ჟვანია აცხადებს, რომ დღევანდელ რუსეთს აღარ გააჩნია იმპერიული ზრახვები. “თანამედროვე რუსეთი მკვეთრად განსხვავდება იელცინისა და ბრეჟნევის დროინდელი რუსეთისაგან”, განაცხადა ჟვანიამ. 25-28 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც თავის რუს კოლეგასთან გენადი სელეზნიოვთან და რუსეთის პოლიტიკური წრეების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
This post is also available in: English (ინგლისური)