პარლამენტი ჩხობაძის კანდიდატურის განხილვაზე უარს აცხადებს
(თბილისი. 18 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 17 დეკემბერს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციათა თავმჯდომარეებისგან შედგება, პლენარულ სხდომაზე ნინო ჩხობაძის კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტმა ჩხობაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე ხელმეორედ წარადგინა. ჩხობაძის კანდიდატურა გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტმაც დაიწუნა. ჩხობაძე ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც პარლამენტმა მინისტრად არ დაამტკიცა.
This post is also available in: English (ინგლისური)