რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში ჩამოვიდა
(თბილისი. 20 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის დელეგაცია რომლის სათავეში უდგას რუსეთის დუმის დ.ს.თ.-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი დღეს თბილისში ჩამოვიდა. 21 დეკემბერს რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკება უნდა გამართოს საქართველოს მხარესთან, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს. ისინი მოლაპარაკებას გამართავენ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გადაიდო საქართველოს სამთავრობო კრიზისის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური)