საქართველო გუდაუთის ბაზის რადიაციისგან შემოწმებას მოითხოვს

(თბილისი. 9 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ აუცილებელია შემოწმდეს გუდაუთის სამხედრო ბაზა, აფხაზეთში.

მინისტრის განცხადებით არ არის გამორიცხული რუს ჯარისკაცებს იქ რადიაციის წყარო დაეტოვებინათ.

ჩხობაძის ინფორმაციით საქართველოში რუსეთის ან საბჭოთა ჯარების მიერ დატოვებულ სამხედრო ბაზებში 120-მდე რადიაციის წყაროა აღმოჩენილი.

This post is also available in: English (ინგლისური)