ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მოსკოვში
(თბილისი. 15 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება ხელმძღვანელობს. ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები თბილისში 2001 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით ამჯერად ხელშეკრულების რატიფიკაცია პირველად რუსეთის სათათბირომ უნდა მოახდინოს. პირველი ჩარჩო-ხელშეკრულებას რატიფიკაცია საქართველომ გაუკეთა თუმცა რუსეთის სათათბირო დოკუმენტის დამტკიცებაზე უარს არცხადებდა.
This post is also available in: English (ინგლისური)