ახმეტის მკვიდრნი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ითხოვენ
(თბილისი, 29 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ახმეტის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას მოითხოვენ. 29-30 იანვარს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ რუშაილო საქართველოს სტუმრობს. ის საქართველოს პრეზიდენტთან ჩეჩენი ლტოლვილების საკითხს განიხილავს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ 28 იანვარს “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩეჩენ ლტოლვილებს თავშესაფარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მისცა. რუსეთი ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში მუდმივად სდებს ბრალს საქართველოს
This post is also available in: English (ინგლისური)