გაერო-მ ქართულ-აფზაური კონფლიქტის შესახებ დოკუმნტი მიიღო
(თბილისი, 1 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 31 იანვარს გაერო-ს პრესცენტრის განაცხადებით, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის” შესახებ რეზოლუცია მიიღო. უშიშროების საბჭომ აგრეთვე მოიხსენია 17 იანვარს ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტი. მოლაპარაკების თანახმად, საქართველომ კოდორის ხეობიდან თავისი შეიარაღებული ძალები უნდა გამოიყვანოს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ თბილისსა და სოხუმს ამ ოქმის პირობების შესრულებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური)