აფაზური მხარე გაერო-ს რეკომენდაციის შესრულებაზე უარს აცხადებს
(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “მე ველოდი, რომ აფხაზური მხარე უარს იტყოდა გაერო-ს რეკომენდაციის შესრულებაზე,” განაცხადა სოხუმიდან 5 თებერვალს დაბრუნებულმა, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა. სოხუმში ბოდენმა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასთნ მოლაპარაკებები გამართა გაერო-ს 31 იანვრის რეზოლუციასთან დაკავშირებით. რეზოლუცია აფხაზურ მხარეს მოუწოდებს დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში სტატუსის განსასღვრისათვის.
This post is also available in: English (ინგლისური)