უშიშროების მინისტრის თქმით, საჯაიას სიკვდილი რუსეთთან არის დაკავშირებული

(თბილისი, 26 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “რუსეთში არსებულ ძალებსა და ნუგზარ საჯაიას სიკვდილს შორის პირდაპირი კავშირია”, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.

მისი თქმით, ეს ძალები შეიძლება არ იყვნენ სპეცსამსახურები, ისინი სპეცსამსახურების მაგვარ ორგანიზაციას წარმოადგენენ.

მინისტრის თქმით, კარგად დაგეგმილი კამპანია, რომელიც საჯაიას დისკრედიტაცაზე მუშაობდა, საქართველოში დესპაბილიზაციას ისახავდა მიზნად და მიმართული იყო შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ.

“ეს ძალები მთავრობაში საკვანძო პოსტების დაკავებას ცდილობენ. ნუგზარ საჯაიას დიდი გავლენა ჰქონდა მაღალჩინოსნებზე”, განაცხადა ხაბურძანიამ. 

უკანასკნელ ხანებში დეპუტატი ბორის კაკუბავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ნუგზარ საჯაიას აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობა სწორედ ამ ბრალდებასთან არის დაკავშირებული.

This post is also available in: English (ინგლისური)