შევარდნაძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება
(თბილისი, 18 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 18-21 მარტს ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვდება ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს და მათთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ედუარდ შევარდნაძე ბრიუსელში გერმანიიდან გადავიდა, სადაც ის შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს.
This post is also available in: English (ინგლისური)