პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონპროექტს განიხილავს

(თბილისი, 27 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მარტს საქართველოს პარლამენტი ადგილბრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

26 მარტს ედუარდ შევარდნაძე პარლამენტარებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები ივნისზე გვიან არ უნდა გაიმართოს. საპარლემენტო ფრაქციების უმრავლესობა პრეზიდენტს დაეთანხმა.

24 მარტს საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქალაქის მერები და
გუბერნატორები არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამედ არჩეულნი უნდა იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)