აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება, – განაცხადა შევარდნაძემ

(თბილისი, 13 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “სანამ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ყოველნაირად შევეცდები აფხზეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოვაგვარო,” – განახადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 13 მაისს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

არ არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ალტერნატიული ვარიანტი, – აღნიშნა მან.

შევარდნაძის თქმით, მან ამერიკის შეერთებულ შტატებს პირობა მისცა, რომ ანტიტერორისტული შენაერთები, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გაწრთვნიან, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში არ ჩართვებიან.

“ჩემი ნათქვამი წერილობით არ დამიდასტურებია, ჩემს საჯარო განცხადებას დოკუმენტზე დიდი ძალა აქვს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)