პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა

(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა 16 კომიტეტიდან 15-ის თავმჯდომარე დაამტკიცა. პროცედურული საკითხების გაურკვევლობის მოტივით გადაიდო ადამიანის უფლელების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნა.

საპარლამენტო ფრაქციებიდან ყველაზე მეტი – სამი თავმჯდომარე პრეზიდენტის მხარდამჭერთა ფრაქცია “თანადგომას” ჰყავს. 2 თავმჯდომარე ჰყავს ფრაქცია “ახალ აფხაზეთს”. დანარჩენ ფრაქციებს მოქალაქეთა კავშირის (რეფორმატორული ნაწილის), “რეფორმები დემოკრატიული საქართველოსთვის” და “ტრადიციონალისტების” გარდა თითო-თითო კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავთ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)