პანკისი შეუვალი აღარ არის – ნარჩემაშვილი
(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – “პანკისის ხეობა სამართალდამცველებისთვის აღარ არის ისეთი შეუვალი, როგორც ეს ადრე იყო”, განაცხადა გუშინ საღამოს პარლამენტში მოწვეულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა. სოფელ დუისში ფუნქციონირებს პოლიციის განყოფილება, აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ სამართალდამცველებს ხეობაში თავისუფლად გადაადგილება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. როგორც ნარჩემაშვილმა დეპუტატებს აცნობა, პოლიციამ უკვე დააპატიმრა მრავალი კრიმინალი, რომელიც პაკისის ხეობაში იმალებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)