პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ბიუჯეტს ეძღვნება

(თბილისი, 25 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოწვევით დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 2003 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყონ. ასევე დაგეგმილია ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივის განხილვა მინიმალური ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით.

20 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია ისე დაიხურა, რომ კანონმდებლები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას არც შედგომიან.

This post is also available in: English (ინგლისური)