პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებით იმუქრება
(თბილისი, 8 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ “პარლამენტი უღმერთოდ ბევრ დროს ხარჯავს უმნიშვნელო საკითხებზე და ხშირად არაეფექტურ კანონებს იღებს”.
“მე ვერიდები პარლამენტთან დაპირისპირებას და ამიტომ თავს ვიკავებ ჩემი კონსტიტუციური უფლები – ვეტოს უფლების გამოყენებისგან”, – განაცხადა შევარდნაძემ.
პრეზიდენტის თქმით, მისი საპარლამენტო მდივანი მარიამ ცაცანაშვილი მას ხშირად ურჩევს ვეტოს უფლების გამოყენებას ზოგიერთი კანონის მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)