ადეიშვილი მოსკოვს გაემგზავრა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის პრობლემასთან დაკავშირებით
(თბილისი, 14 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი დღეს მოსკოვს გაემგზავრა, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რუსეთის მიერ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლების სესახებ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს.
13 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ადეიშვილი შეეცდება დაარწმუნოს რუსული მხარე, რომ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ გაუგრძელებს მანდატს აფხაზეთის კონფლიქტის ზონასი რუს მშვიდობისმყოფელებს, თუ რუსეთი არ შეწყვეტს სარკინიგზო მიმოსვლას სეპარატისტულ რეგიონთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)