ხაზარაძე უარს აცხადებს დეპუტატის იმუნიტეტზე

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “მოქალაქეთა კავსირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ იხსნის დეპუტატის იმუნიტეტს, რათა ხელი არ შეეშალოს მიუკერძოებელ გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების სავარაუდო მზადებასთან დაკავშირებით.

ხაზარაძე ოპოზიციის ლიდერებმა იმ პირებს შორის დაასახელეს, რომელიც თითქოს შეთქმულებაში მონაწილეობდა.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს, რომ ხაზარაძე იმყოფებოდა შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად, რომლებიც შეთქმულებას ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურას დაავალა, რომ დაადგინოს ასეთი ჭორების გავრცელების წყარო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)