სააკაშვილი აშშ-ს საქართველოს ენერგოსისტემისთვის დახმარებას თხოვს
(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას წერილობით მიმართავს და მათგან საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებისთვის არსებული თანხების სრულად გადმორიცხვას ითხოვს. სააკაშილის თქმით, აშშ-ს მთავრობა, ამ დახმარების შესახებ თანხმობა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. სულ ენერგოსისტემის განვითარებისთვის და სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 9 მლნ დოლარია წელს გათვალისწინებული. სააკაშვილის მოსაზრებით ამ თანხით შესაძლებელი გახდება ენერგოსისტემაში არსებული მძიმე ვითარების მოგვარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)