უშიშროების საბჭომ პანკისში მორიგი ოპერაციის გეგმა განიხილა
(თბილისი, 28 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში მორიგი ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ღონისძიებების გეგმა წარმოადგინეს.
როგორც სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პანკისის ხეობაში ამჯერად პროფილაქტიკური სახის ოპერაცია ჩატარდება, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება და ეს გაზაფხულზე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მოსალოდნელი გადმოსვლით არის განპირობებული.
ოპერაციის განსახორციელებლად, შესაძლოა, ხეობაში შსს ჯარებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს შენაერთებიც იქნას შეყვანილი.
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ეს გეგმა მოიწონა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპერაციის შესახებ ასევე ეცნობება რუსეთის მხარესაც.
ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ღონისძიებტბტბი პანკისის ხეობაში 2002 წელსაც ჩატარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)