შევარდნაძე პუტინს ხვდება

(თბილისი, 6 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 6-7 მარტს სოჭში საქართველოსა და რუსეტის პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრები შედგება.

3 მარტის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ იმსჯელებენ.

შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ ელის ამ შეხვედრისგან “დიდ წარმატებებსა და მიღწევებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოებების მოწესრიგებაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)