გაგულია ლოშინინს შეხვდა

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12 მარტს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინი სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიას შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონფლიქტის მოწესრიგების კონკრეტული ასპექტების შესახებ ისაუბრეს, რომელთა თაობაზეც 6-7 მარტს გაგულიას მონაწილეობით შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრაზე იმსჯელეს.

გაგულიამ დაადასტურა, რომ აფხაზური მხარე მზად არის ურთიერთმისაღები გზების საძიებლად აფხაზეთის გავლით სოჭი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ენგურჰესის მოდერნიზაციისა და ეკონომიკაში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, გალის რაიონში დევნილების დაბრუნებისთვის.

რუსეთის მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა ავტორიტეტული და კომპეტენტური ერთობლივი სამუშაო ჯგუფების სასწრაფოდ შექმნის აუცილებლობა, რომლებიც სოჭის შეხვედრის გადაწყვეტილებების რეალიზაციაზე იმუშავებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)