ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ნაჩქარევად განხილვის წინააღდეგია

(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს პლენარულ სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვის გამო.

“ასე ფორსირებულად ამ საკითხის განხილვა არამართებულად მიმაჩნია. ეს კანონპროექტი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სერიოზული განხილვაა საჭირო. მე, პირადად, მომხრე ვარ ამ კონსტიტუციური ცვლილებებისა, ამის ინიციატორი წინა წლებში პირადად მეც ვიყავი”, – განაცხადა დღეს ბურჯანაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა 18 ივნისს დაიწყო. განხილვას მხოლოდ 54 დეპუტატი ესწრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)