აზერბაიჯანი საქართველოდან რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის გატანის წინააღმდეგია

(თბილისი, 24 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა 20 ივნისს ბაქოში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთის სამხედრო აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის გატანამ სომხეთში, შესაძლოა, ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება შეაფერხოს.

აზერბაიჯანის საინფორფორმაციო სააგენტო “ტურანის” ცნობით, გულიევმა განაცხადა, რომ რუსეთს საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა გააჩნია სომხეთში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ საგარეჯოში განლაგებული სამხედრო ბაზიდან სამხედრო აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის გატანა გასული წლის ბოლოს საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)