ბურჯანაძე კმაყოფილია ლიტვაში ვიზიტით
(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ლიტვაში ვიზიტს, საიდანაც იგი 22 მაისს დაბრუნდა, წარმატებულს უწოდებს. ბურჯანაძემ “ვილნიუსში ათეულის” შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
“ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ საქართველო არ არის გაწევრიანებული ათეულში, აქ წარმოდგენილია ის ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში ინტეგრაციისთვის ემზადებიან. მათი მხრიდან ჩვენი მიწვევა ხაზს უსვამს მათ კეთილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ვიზიტის შემდეგ.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ასეთი ტენდენცია და განწყობა დააჩქარებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)