თავდაცვის სამინისტროს გადავადების გადასახადის გაზრდა სურს

(თბილისი, 2 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს განიხილავს შესწორებებს კანონში “სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ”, რომლებიც სავალდებულო სამსახური გაწვევის გადავადებისთვის გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

ამჟამად ყოველ წვევამდელს შეუძლია 200 ლარის გადახდა ჯარში გაწვევის ერთი წლის გადასავადებლად. თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებდა თავისი ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდას ამ კანონის მეშვეობით, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული.

მაგრამ 2002 წელს სამხედრო გაწვევის გეგმის შეუსრულებლობისა და თავდაცვის სისტემის არასაკმარისი დაფინანსებია გამო ტავდაცვის სამინისტრო და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იზულებულნი გახდნენ კანონში ცვლილებების შეტანაზე ეფიქრათ.

საპარლამენტო კომიტეტსა და სამინისტროს სურთ, რომ გადავადების გადასახადი 200-დან 600-1000 ლარამდე გაიზარდოს. პარამეტრები ჯერ დაზუსტებული არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)