მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენელთათვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ იმსჯელეს

(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, იმუნიტეტი უნდა მოეხსნას გამომძიებლებს და პროკურორებს, ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოს გენერალური გენერალურ პროკურორს, მის მოადგილეებს, სახალხო დამცველს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.

შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგი გამოვიდა. მისი განცხადებით, ეს გარკვეულწილად ხელსშეუშლის მათ მუშაობას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რა შეთხვევაში.

ამის შესახებ კომენტარს აკეთებს თავად საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, პროექტში კონკრეტულად არ არის ნახსენები პარლემენტის დეპუტატების იმუნიტეტის შესახებ.

“მოახლოებული არჩვენების დროს ამ საკითხს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, მართალია ბევრი პატიოსანი დეპუტატია, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში თავს აარიდებს პასუხისმგებლობას”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემუშავებულ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად მომზადა. ასევე ეს პროექტი ემყარება ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)