1 აპრილიდან ტელევიზიითა და რადიოთი სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამა იკრძალება
(თბილისი, 29 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამუწყებლო ასოციაციაში გაწევრიანებული სხვადასხვა ტელეარხების ხელმძღვანელები, ერთის მხრივ, დადებითად აფასებენ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების რეკლამის აკრძალვას ტელევიზიითა და რადიოთი საშუალებით, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გარკვეულ ზიანს მიაყენებს სამაუწყებლო ბაზარს. ამის შესახებ დღეს სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენელთა ასოცოაციის შეხვედრაზე იმსჯელეს.
ალკოჰოლური სასამელისა და სიგარეტის რეკლამა ტელევიზიითა და რადიოის საშუალებით პარლამენტის დადგენილების მიხედვით, 1 აპრილიდან აიკრძალება. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება 28 მარტის სხდომაზე დაამტკიცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)