აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ჯეიმს ჯოუნსი 10 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, გენერალი ეწვია “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის საწვრთნელ ცენტრს კრწანისში და მოლაპარაკებები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დავით თევზაძესთან.
მხარეებმა განიხილეს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობა და ამერიკელების მიერ დაფინანსებული პროგრამის შემდგომი გაგრძელება.
ვიზიტის დროსGგენერალ ჯოუნსს თან ახლდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალესანდრო მინუტო-რიზო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)