დეპუტატებმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანეს

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 26 აგვისტოს პარლამენტმა თავის რიგგარეშე სხდომაზე საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ითვალისწინებს.

ცვლილებები ითვალისწინებს დამატებით 50 ლარის დაწესებას თითოეულ კვადრატულ მეტრზე ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე.

დეპუტატებმა არ მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული წინადადება მობილურ ტელეფონებზე გადასახადის გაზრდის თაობაზე.
პარლამენტმა ასევე დაამტკიცა მთავრობის წინადადება ფინანსთა სამინისტროში კონტრაბანდასთან ბრძოლის სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)