პრეზიდენტი სვანეთის მოსახლეობას ანტი-კრიმინალურ ოპერაციაში მხარდაჭერას თხოვს

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა რეგიონში დაგეგმილ ანტი-კრიმინალურ ოპერაციაში მხარდაჭერის თხოვნით.

თავის მიმართვაში შევარდნაძე აცხადებს, რომ კრიმინოგენული სიტუაცია უაღრესად მწვავეა რეგიონში. “კანონის შესაბამისად გატარდება ღონისძიებები კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ. ეს რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა შევარდნაძემ.

შევარდნაძემ სამართალდამცავებს რეგიონში წესრიგის დამყარება 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)