თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოში 2010 წლამდე ვერ შევა

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 2 დეკემბერს ბრიუსელში განაცხადა, რომ “ნაკლებ სავარაუდოა საქართველო ნატოში 2010 წლამდე გაწევრიანდეს”.

თევზაძის განცხადებით, დაახლოებით 10 წელიწადია საჭირო ქვეყანაში სამხედრო რეფორმების გასატარებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად.

თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში თავდაცვის მინისტრთა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)