ჟვანია უარს აცხადებს სააკაშვილის მოკავშირე პარტიულ სიაში შეიყვანოს
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მოკავშირეა, არ იქნება მმართველი კოალიციის პარტიული სიის წევრი.
დავით ბერძენიშვილმა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ჟვანია ინტრიგების ოსტატია“.
„დაუშვებელია იმ პიროვნების შეყვანა სიაში, მე დავით ბერძენიშვილს ვგულისხმობ, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)