პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ქმნის
19 ივლისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი იქნება.
მისი თქმით, საბჭოში გაწევრიანდება ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით არის დაკავებული.
“საბჭო შეიკრიბება ყოველთვიურად, სადაც განიხილება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები“, განაცხადა დღეს საპატრულო პოლიციის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლად შექმნილ საბჭოს დაევალება საპატრულო პოლიციის მონიტორინგიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)