მთავრობის პრეს-სპიკერი ეროვნებით აფხაზი გახდა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მინისტრებს მთავრობის ახალი პრეს-სპიკერი, ეროვნებით აფხაზი, ჟურნალისტი ლელა ავიძბა წარუდგინა.
პრემიერ -მინისტრის თქმით, ლელა ავიძბა “მიაწვდენს ხმას“ საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.
ლელა ავიძბას აქამდე სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე აფხაზურ ენოვანი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების თანამდებობებზე დანიშვნა “სამთავრობო პოლიტიკის” რანგში უნდა იქნეს აყვანილი, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)