სახელმწიფოს სურს პროფკავშირებს ქონება ჩამოართვას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პროფკავშირების მფლობელობაში არსებული ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.


ამ ქონებაში საქართველოს მასშტაბით 55 ობიექტი შედის, ძირითადად დასასვენებელი ცენტრები და კურორტები, ასევე სპორტული კომპლექსები, მათ შორის თბილისშიც. მთავრობა ამ ობიექტების პრივატიზებას გეგმავს.


პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი ტუღუშმა 21 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის თავისი ქონების 90% სახელმწიფოს გადასცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)