პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს თბილისში სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების – ”ხალხის პარტიის” და ”ქართული დასის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ”ეროვნული ფორუმისა” და ”კონსერვატორების” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციაში მონაწილეობა ასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო, რომლებიც ხელისუფლების ”უსამართლო” სოციალურ პოლიტიკას – გაზის ტარიფის მომატებას, წყალზე კომუნალური მრიცხველების დამონტაჟების პროცესს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდის გეგმებს და ასევე თბილისის ძველ უბნებში მოსაკრებლის შესაძლო დაწესებას აპროტესტებდნენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მომავალი, ”უფრო ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქცია” 8 მაისს კვლავ პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)