მიხეილ ქარელი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი 27 ოქტომბერს საღამოს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან გირაოს სახით 200 ათასი ლარი გადაიხადა.


მიხეილ ქარელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი, პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობიდან 12 სექტემბერს გაათავისუფლეს და 23 სექტემბერს დააპატიმრეს.


გენერალურმა პროკურატურამ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ დათანხმდა გირაოს გადახდას მას შემდეგ, რაც ქარელმა დამნაშავედ ცნო თავი მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.


”26 ოქტომბერს ბრალდებულმა მიხეილ ქარელმა შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი… ქარელმა აღიარა წაყენებული ბრალდება საწარმოო საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ქრთამის არაერთგზის აღების შესახებ,”- აცხადებს გენპროკურატურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)