ოპოზიციური კოალიციის 5 მხარდამჭერს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
თბილისის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის მომხრე ხუთი ახალგაზრდა 400 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
სამართალდამცავებმა კოალიციის მომხრე ახალგაზდრების ჯგუფი 30 დეკემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისის ცენტრში ასფალტის საფარზე კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერ წარწერებს აკეთებდნენ.
თავდაპირველად, პოლიციამ 12 ახალგაზრდა დააკავა, თუმცა მოგვიანებით შვიდი გაათავისუფლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)