სარიშვილი ნატოს საკითხზე პლებისციტს ეხმაურება

ნატოში გაწევრიანების თაობაზე პლებისციტის კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ნიშნავს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე უარის თქმას და ირანის წინააღმდეგ შესაძლო საომარ კამპანიაში ჩართვას, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ირინა სარიშვილმა 2 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.


”რა პასუხიც არ უნდა გასცეს ხელისუფლებას მოსახლეობამ ნატოზე [5 იანვარს პლებისციტზე], ის ნატოში ამითი მაინც ვერ შევა,”- განაცხადა სარიშვილმა, ”ნატოზე დადებითი პასუხის გაცემა ნიშნავს, ერთმნიშვნელოვნად, ტერიტორიებზე უარის თქმას, საქართველოს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე უარის თქმას და ირანთან პერსპექტივაში ომში ჩაბმას –  პერსპექტივა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეიძლება სულ უახლოეს მომავალში განვითარდეს”.


ირინა სარიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, რომელიც კონკურენტებისაგან განსხვავებით ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს – რაც ასევეა კრემლის ოფიციალური სურვილი საქართველოსთან მიმართებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)