პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ფინანსთა მინისტრ ნიკა გილურთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იქნება განხილული.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბიზნესის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში რუბენ ჯეფრისთან.
აშშ-ს ვიზიტის ფარგლებში ლადო გურგენიძე ასევე შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტი 16 ოქტომბერს დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)